გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
იანოშ ჰერმანი: ძალიან შემაშფოთებელია, რომ ტატუნაშვილის ცხედარი ჯერ კიდევ არ გადასცემია ოჯახს

16-03-2018


ევროკავშირის ელჩის იანოშ ჰერმანის განცხადებით, ევროკავშირი არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებისა და მისი გადმოსვენების საკითხს ყურადღებით აკვირდება.

მისივე თქმით, ფაქტი, რომ ტატუნაშვილის ცხედარი ჯერ არ გადმოუსვენებიათ, ძალიან შემაშფოთებელია.

„მე ისევე განვიცდი ამ ამბავს, როგორც ქართველი ხალხი. პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ ევროკავშირი იყო ერთადერთი, პირველი, ვინც ამ საკითხზე განცხადება გამოაქვეყნა. ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით, რაც ხდება და გვესმის საქართველოს ხელისუფლების პოზიციაც.

რა თქმა უნდა, ნათელია, რომ ტატუნაშვილის ცხედარი ჯერ არ გადასცემია ოჯახს. ეს ძალიან შემაშფოთებელია და ამ შეშფოთებას დიპლომატიური გზებით გამოვხატავთ“- განაცხადა ჰერმანმა“- განაცხადა ჰერმანმა.

შეგახსენებთ, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ოჯახში გადმოსვენების საკითხი ჯერ კიდევ არ მოგვარებულა. ტატუნაშვილი ცხინვალში 23 თებერვალს გარდაიცვალა.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031