23-03-2020
გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა კორონავირუსზე ტესტი გაიკეთა, რომლის პასუხიც ჯერჯერობით უცნობია. ამის შესახებ მინისტრთა კაბინეტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა შტეფენ სიბერტმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, კანცლერს კონტაქტი ჰქონდა კორონავირუსით დაავადებულ ექიმთან, რის შემდეგაც ანგელა მერკელი თვითიზოლაციაში გადავიდა.
”მან დღეს ჩაიტარა კვლევა კორონავირუსზე. ველოდებით შედეგს",-აღნიშნა სიბერტმა.
მისი თქმით, კანცლერს ჯანმრთელობას უამრავი ადამიანი უსურვებს, რაც ძალიან სასიხარულოა.
ცნობისთვის, გერმანიაში ამ დროისთვის კორონავირუსით გარდაცვლილია 111, ხოლო ინფიცირებულია 26 220 ადამიანი.