23-03-2020
ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, დღეს მათ კლინიკაში კორონავირუსის კიდევ 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. მისივე ინფორმაციით, ინფიცირებულ პირებს მოგზაურობის ისტორია აქვთ.
"დღეს კიდევ გამოვლინდა ჩვენთან ოთხი ახალი ინფიცირებული, ასევე გამოვლინდა სამი აჭარაში. ჩვენთან მყოფი 4 შემთხვევიდან არცერთი არ არის შიდა გადაცემა. ისინი არიან ამერიკიდან ჩამოსულები. ზოგადი მდგომარეობა მძიმე არ არის. ესენი იყვნენ თვითიზოლაციაში",- განაცხადა მარინა ენდელაძემ.
შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში სულ 61პირია ინფიცირებული კორონავირუსით. მათგან ოთხის მდგომარეობა მძიმეა.