გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვენეციის კომისია: საკონსტიტუციო რეფორმა წინგადადგმული ნაბიჯია ქვეყნის საკონსტიტუციო მოწყობის გაუმჯობესებისა და კონსოლიდაციისკენ

16-03-2018

„ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო რეფორმა იმსახურებს დადებით შეფასებას, რადგან იგი ასრულებს საქართველოს პოლიტიკური სისტემის ევოლუციას საპარლამენტო სისტემისკენ და წარმოადგენს დადებით ნაბიჯს კონსოლიდაციისა და ქვეყნის საკონსტიტუციო წყობის გაუმჯობესებისკენ“,- ამის შესახებ ვენეციის კომისიის დასკვნაშია ნათქვამი.
საქართველოს პარლამენტის მიერ 2017 წლის 15 დეკემბერს მეორე მოსმენით მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ ვენეციის კომისიის მიერ მომზადებული დასკვნის თანახმად, ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ შემუშავებული ცვლილებები კონსტიტუციის ტექსტს აუმჯობესებს და ვენეციის კომისიის მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს ეყრდნობა.
ვენეციის კომისია მიესალმება შერეული საარჩევნო სისტემის სრულად პროპორციული სისტემით ჩანაცვლებას, რაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ამოქმედდება.გარდა ამისა, ვენეციის კომისია იმ გარდამავალ ზომებს მიესალმება, რასაც საკონსტიტუციო ცვლილებები 2020 წლის არჩევნებისთვის ითვალისწინებს. საარჩევნო ბარიერის 5-დან 3პროცენტამდე შემცირებასთან ერთად, საქართველოს პარლამენტმა, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ერთჯერადადდაუშვა პოლიტიკური ბლოკების მონაწილეობა არჩევნებში, რაც ვენეციის კომისიის აზრით, ხელს შეუწყობს შედარებით მცირე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლობასსაქართველოს პარლამენტში და გაზრდის პლურალიზმს.
ამასთან, ვენეციის კომისია იწონებს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლისთვის ე.წ. ბონუსის სისტემის გაუქმებას და გაუნაწილებელი მანდატების ყველა იმ პარტიაზეგადანაწილებას, ვინც გადალახავს საარჩევნო ბარიერს. ვენეციის კომისიის შეფასებით, ცვლილებები, რომლებიც პარლამენტმა მეორე მოსმენით 2017 წლის 15 დეკემბერს მიიღო,მცირე პარტიებისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის და საქართველოში პლურალიზმის უზრუნველყოფას ემსახურება.
„ვენეციის კომისია იძლევა ხელმეორე დადებით შეფასებას და აცხადებს, რომ საკონსტიტუციო რეფორმის პროცესი ასრულებს საქართველოს პოლიტიკური სისტემის ევოლუციასსაპარლამენტო სისტემისკენ და წარმოადგენს დადებით ნაბიჯს ქვეყნის საკონსტიტუციო წესრიგის გაუმჯობესებისა და კონსოლიდაციისკენ, დემოკრატიის, კანონის უზენაესობისადა ფუნდამენტალური უფლებების დაცვის პრინციპების საფუძველზე. ახალი ცვლილებები აუმჯობესებს კონსტიტუციის ტექსტს. კომისიის მიერ მეორე დასკვნის მიღებამდე, 2017წლის ოქტომბერში, საქართველოს ხელისუფლებამ გასცა პირობა, რომ შეიტანდა ცვლილებებს ტექსტში. ცვლილებების პროექტი მოიცავს დაპირებულ ცვლილებებსაც და ეფუძნებავენეციის კომისიის წინა რეკომენდაციებს“,- ნათქვამია ვენეციის კომისიის დასკვნაში.
დოკუმენტში დადასტურებულია, რომ ვენეციის კომისია, საჭიროების შემთხვევაში, მზადაა საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობისა და დახმარებისთვის.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031