გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მარნეულისა და ბოლნისის საკარანტინე ზონებში დღეს 50 ათას ცალი პირბადე გაიგზავნება

24-03-2020

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა იმ პრიორიტულ ჯგუფებზე ისაუბრა, ვინც პირველ რიგში უნდა დაკმაყოფილდეს საქართველოში წარმოებული სამედიცინო პირბადეებით. ნათია თურნავას ინფორმაციით, პირველ რიგში, ესენი არიან 70 წელს გადაცილებული პენსიონერები და ის კატეგორია, ვისაც აქვს ქრონიკული დაავადება და ჩართული არიან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ კოოორდინირებულ მედიკამენტებით მომარაგების პროგრამაში. მისი განცხადებით, საქართველოს ფოსტამ გუშინ უკვე დაიწყო ამ პროგრამის ფარგლებში მათთვის მედიკამენტებისა და პირბადეების მიწოდება.

მეორე პრიორიტებულ ჯგუფად ეკონომიკის მინისტრი საკარნტინო ზონებში მომუშავე ადამიანებს ასახელებს. მისი განცხადებით, გუშინ 10 ათასი ცალი პირბადე უკვე გაიგზავნა ბოლნისისა და მარნეულის მუნიციოპალიტეტებში და დღეს დღის ბოლომდე მომდევნო პარტია, 50 ათას ცალამდე გაიგზავნება ისევ ამ მკაცრი კარანტინის ზონებში.

„პირბადეებს ვანაწილებთ იმ ადამიანებზე, ვინც, მე ვიტყოდი ფრონტის წინა ხაზზეა და უშუალო შეხება აქვს საკარანტინო ზონებთან. დღეს დღის ბოლომდე მომდევნო პარტია, 50 ათას ცალამდე გაიგზავნება ისევ ამ მკაცრი კარანტინის ზონებში, სადაც დაურიგდებათ იმ ადამიანებს, მათ შორის მოხალისეებს, ვინც შეხებაშია და გვეხმარება, რომ ჩავატაროთ ის სერიოზული პროცედურები, რაც დაკავშირებულია პოტენციური დაავადებულების გამოვლენასთან და ადამიანების შემოწმებასთან. ჩვენ ასევე ვფიქრობთ, რომ იქ გარკვეულწილად მოსახლეობისთვისაც შეიძლება პირბადეების მიწოდება, მაგრამ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ არსებობს სხვა კატეგორიებიც, რომლებიც ყურადღების გარეშე არ უნდა დაგვრჩეს“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930