გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა ბახტაძემ პროექტის-„ციფრული აბრეშუმის გზა“ პრეზენტაცია გამართა

16-03-2018

საქართველომ მუშაობა დაიწყო უმნიშვნელოვანეს პროექტზე, რომელიც ითვალისწინებს აბრეშუმის გზის ერთიან ციფრულ ბაზართან ჰარმონიზებას.
პროექტის მიზანია, საქართველომ, როგორც თანამედროვე აბრეშუმის გზის ეპიცენტრში მდებარე სახელმწიფომ, დააჩქაროს ქვეყნის განვითარება ციფრული მიმართულებით, რათა საქართველო გახდეს ვაჭრობის ელექტრონულ ტექნოლოგიებში რეგიონის ლიდერი და მთავარი მოთამაშე ქვეყანა.


2018 წლის 16 მარტს, აღნიშნული იდეის პრეზენტაცია საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში, „ახალი აბრეშუმის გზის“ საკითხებში საქართველოს სპეციალურმა წარმომადგენელმა, ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორმა, მიხეილ ბატიაშვილმა პირველად ბიზნესისა და თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ახალგაზრდებთან გამართეს.


აბრეშუმის გზის ერთიანი ციფრული ბაზრის არსებობა, უზრუნველყოფს ციფრული საქონლის, მომსახურებისა და კაპიტალის თავისუფალ გადაადგილებას, გაზრდის ეკონომიკურ აქტივობებს და საფუძველს დაუდებს ახალი სტარტაპებისა და ლაბორატორიების შექმნას. ასევე, შექმნის დამატებით სამუშაო ადგილებს და ხელს შეუწყობს ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვას.


პროექტის განხორციელებისთვის უახლოეს პერიოდში, შეიქმნება საერთაშორისო ტექნოლოგიური კონსორციუმი წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიების მონაწილეობით და დაიწყება ტექნოლოგიური პლატფორმის შექმნა, რომელიც რეგიონული მასშტაბით, პროექტში მონაწილე ქვეყნებს ერთმანეთთან დააკავშირებს.


თანამედროვე ციფრულ ტექნოლოგიებზე და მაღალკონკურენტულ, ცოდნაზე დაფუძნებულ ეკონომიკაზე გადასვლისთვის, აუცილებელია ახალგაზრდა თაობის ჩართულობის გაზრდა და აღნიშნული მიმართულებით ადამიანური კაპიტალისა და ადგილობრივი რესურსების მაქსიმალური გამოყენება. ციფრული აბრეშუმის გზის პროექტი სწორედ ხელს შეუწყობს ამ ინოვაციური იდეის განხორციელებით დაინტერესდნენ კომპიუტერული მეცნიერებებისა და IT ტექნოლოგიების, ასევე, ბიზნესის სფეროში მომუშავე პროფესიონალი კადრები, სტუდენტები, სტარტაპები.


საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა და თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების კუთხით არსებული პოტენციალი, იძლევა საშუალებას მნიშვნელოვან წარმატებას მივაღწიოთ ქვეყნის ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031