24-03-2020
"ჩვენ გვაქვს გარკვეული კონსულტაციები ამ საკითხზე. ისე პირდაპირ, რა თქმა უნდა, პნევმონიის აცრა კორონავირუსისგან დაცვის მიზნებს არ ემსახურება, თუმცა არაპირდაპირად, თუკი გართულებული შემთხვევებია, ამან შეიძლება, გარკვეულწილად, გააუმჯობესოს გამოსავალი",- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ, საქართველოში პნევმონიის აცრების შესაძლო დაწყებაზე საუბრისას განაცხადა.
მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, პნევმონიის აცრების დაწყებაზე კონსულტაციები მიმდინარეობს და გადაწყვეტილება უახლოეს პერიოდში იქნება მიღებული.
"პნევმონია შედის ჩვენი აცრის კალენდარში ბავშვებისთვის. ხანდაზმულებისთვის პნევმონიის აცრის ჩატარება ნებისმიერ შემთხვევაში რეკმენდებულია და კარგია, რადგან იცავს პნევმონიისგან, რაც, თავისთავად, ისედაც რისკფაქტორია ხანდაზმულებისთვის. ჩვენ გვაქვს გარკვეული კონსუტაციები ამ საკითხზე. ისე პირდაპირ, რა თქმა უნდა, პნევმონიის აცრა კორონავირუსისგან დაცვის მიზნებს არ ემსახურება, თუმცა არაპირდაპირად, თუკი გართულებული შემთხვევებია, ამან შეიძლება, გარკვეულწილად, გააუმჯობესოს გამოსავალი და ამდენად, ნებისმიერ შემთხვევაში - იქნება გრიპის ეპიდემია თუ რომელიმე სხვა ვირუსული ინფექციის ეპიდემია, ამ ტიპის აცრა არის გარკვეული დაცვა იმ ადამინებისთვის, ვისაც დასუსტებული აქვთ იმუნური სისტემა. მიმდინარეობს ამაზე კონსულტაციები და გარკვეულ პერიოდში ჩამოვყალიბდებით",- განაცხადა თამარ გაბუნიამ PIA.GE-სთან საუბრისას.