გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ყნოსვის შეგრძნების დაკარგვა - კორონავირუსის ახალი სიმპტომი

25-03-2020

კორონავირუსი 25 მარტის დილის მონაცემებით, მსოფლიოში სულ 423 000 ადმიანს აქვს დადგენილი, საიდანაც 295 000-ზე მეტი მკურნალობას განაგრძობს. დაავადებას რამდენიმე სიმპტომი გამოარჩევს, რომელთა ჩამონათვალიც ფართოვდება.

კორონავირუსის უმთავრესი სიმპტომები, მშრალი ხველა, სხეულის მაღალი ტემპერატურა, დაღლილობა, სუნთქვის უკმარისობა, გაჭედილი ცხვირი და ფაღარათი წარმოადგენს. მათი ერთობლიობა აუცილებელი არაა. ბოლო პერიოდის დაკვირვებებმა ეს სია გაზარდა. კიდევ ერთი სიმპტომი ყნოსვის შეგრძნების დაკარგვაა.

ბრიტანელი ექიმის დოქტორ ნირმალ კუმერის განცხადებით 48 საათის განმავლობაში მათ ყნოსვის დაკარგის შესახებ ინფორმაცია 500 პაციენტისგან მიიღეს.

TIME-ს ცნობით ბრიტანეთი გამონაკლისი არ არის და მსგავსი სიმპტომები აღმოაჩნდა კორეელ პაციენტთა 30%-ს.

კუმერი და ახლა უკვე მისი კოლეგების ნაწილი მოუწოდებს სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებს, რომ სუნთქვის დაკარგვა სიმპტომთა ჩამონათვალს დაამატოს და ის თვითიზოლაციაში გადასვლის ერთ-ერთ მიზეზად დაასახელონ.

pia

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930