გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ისლანდიაში პაციენტი კორონავირუსის ორი შტამით დაინფიცირდა

25-03-2020

ისლანდიაში პაციენტი COVID-19 ტიპის ახალი კორონავირუსის ორი შტამით დაინფიცირდა. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა ბიოფარმაკოლოგიური კომპანია deCODE genetics-ის ხელმძღვანელზე დაყრდნობით იუწყება.

მისი თქმით, მეორე შტამი კორონავირუსის პირველადი ვერსიის მუტაციას წარმოადგენს, რომლის აფეთქებაც ჩინეთის ქალაქ ვუჰანში მოხდა. ეს შესაძლოა ორმაგი ინფიცირების პირველი შემთხვევა იყოს, მიაჩნია სპეციალისტს.

ვარაუდობენ, რომ შტამი, რომელმაც მუტაცია განიცადა, უფრო აგრესიულია. აგრეთვე ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 24 მარტს ქვეყანაში ვირუსის შედეგად სიკვდილის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაცვლილია 60 წლის ქალბატონი, რომელსაც ქრონიკული დაავადება ჰქონდა. ბოლოს გავრცელებული მონაცემების მიხედვით, ისლანდიაში სულ ახალი კორონავირუსით ინფიცირების 588 შემთხვევა გამოვლინდა.

მარტში მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ კორონავირუსის აფეთქება პანდემიად გამოაცხადა. ბოლოს გავრცელებული მონაცემების მიხედვით, ახალი კორონავირუსით მსოფლიოში 423 121 ადამიანია ინფიცირებული, ხოლო გარდაცვლილია 18 919. ყველაზე მძიმე სიტუაცია ამ ეტაპზე იტალიაშია, სადაც გასული 24 საათის განმავლობაში, ინფექციის შედეგად 700-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.

ipress

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930