გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ჩიქოვანი: მარნეულსა და ბოლნისში, ამ დროისათვის, სიტუაცია მშვიდია

25-03-2020


ჩატარდა საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით. განხილულ იქნა ქვეყანაში არსებული მდგომარეობა კორონავირუსთან ბრძოლის თვალსაზრისით და ყურადღება გამახვილდა იმაზე, თუ რა ვითარება არის დღეს ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში, სადაც სპეციალური საკარანტინო ზომები მოქმედებს,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის პრეს-სპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.


მისი თქმით, მარნეულსა და ბოლნისში, ამ დროისათვის, სიტუაცია არის მშვიდი და საზოგადოება სრულად არის ინფორმირებული.



„48 საათია, რაც საკარანტინო რეჟიმი გამოცხადდა მარნეულსა და ბოლნისში. თავიდან იყო გარკვეული სირთულეები, რომელიც დაკავშირებული იყო მოსახლეობის ინფორმირებულობასთან დაკავშირებით, თუმცა ეს ყველაფერი დღეს არის აღმოფხვრილი. ძალიან ეფექტურად იმუშავეს, როგორც სამართალდამცველებმა, ისე სამხედროებმა. სრულად არის უზრუნველყოფილი იზოლაცია და, ასევე, მოქალაქეები და საზოგადოება სრულადაა ინფორმირებული, სიტუაცია ორივე მუნიციპალიტეტში არის მშვიდი. ჩვენი მოქალაქეები მშვიდად ეპყრობიან იმ ვითარებას, რაც დღეს მარნეულსა და ბოლნისშია და მინდა, მათ მთავრობის სახელით მადლობა გადავუხადო, ვინაიდან, ეს შეზღუდვები და ზომები არის აუცილებელი თითოეული მათგანისა და მთელ საქართველოს მოსახლეობისთვის,“- აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.


მანვე, ქვეყნის მასშტაბით, კორონავირუსული ინფექციის სტატისტიკაზე ისაუბრა.


„დღეს ქვეყანაში 73 ადამიანია კორონავირუსით ინფიცირებული, აქედან 10 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 258 იმყოფება სტაციონარში ზედამხედველობის ქვეშ და 4000-ზე მეტი ადამიანი არის საკარანტინო რეჟიმში,“- განაცხადა პრემიერის პრეს-სპიკერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930