გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ჩიქოვანი: სოფლის მეურნეობის სამინისტროს სპეციალური ტექნიკა მარნეულისა და ბოლნისის ქუჩების დეზინფექციას დაიწყებს

25-03-2020

დღეს, პრემიერ-მინისტრის დავალებით, სოფლის მეურნეობის მინისტრი მიემგზავრება მარნეულსა და ბოლნისის რაიონში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ირაკლი ჩიქოვანის თქმით, სოფლის მეურნეობის მინისტრი გაეცნობა ვითარებას, რათა ადგილზევე გადაწყვიტოს ყველა ის შესაძლო პრობლემა, თუ ასეთი არსებობს და სრულად იყოს აღმოფხვრილი ნებისმიერი ფორმის და სახის მიწოდების პრობლემა.
პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ასევე აღნიშნა, რომ დღეიდან მარნეულსა და ბოლნისში სადეზინფექციო ღონისძიებები დაიწყება.

„დღეიდან სოფლის მეურნეობის სამინისტროს სპეციალური ტექნიკა დაიწყებს დეზინფექციის ღონისძიებებს და მოხდება მარნეულისა და ბოლნისის ქუჩების დეზინფექცია. ასევე, ისეთი ადგილების, რომელიც გამოირჩევა საზოგადოების მაღალი კონცენტრაციით“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930