გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თავდაცვის ძალებმა საკარანტინო ზონაში მოწყობილ გამშვებ პუნქტებს კონტროლის მექანიზმები დაამატა

25-03-2020

თავდაცვის ძალების წარმომადგენლები ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტების შესასვლელებთან არსებულ საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე დამატებითი კონტროლის მექანიზმებს ამონტაჟებენ.

უსაფრთხოების ზომების კიდევ უფრო გაძლიერების მიზნით დაინსტალირდა მოძრავი ვიდეოკამერები, რომლის მეშვეობითაც აღმოსავლეთ სარდლობის მართვის ცენტრი პირდაპირ რეჟიმში მიიღებს ინფორმაციას ადგილზე არსებული მდგომარეობის შესახებ. დღეს ქართველმა სამხედროებმა საკონტროლო გამშვებ პუნქტებთან მავთულხლართებიც დაამატეს და ამით ტერიტორიის კონტროლი კიდევ უფრო გაამკაცრეს. გუშინ ღამით კი, აღმოსავლეთ სარდლობამ ხუთივე გამშვებ პუნქტზე ძლიერი ღამის განათების სისტემა დაამონტაჟა და რკინა-ბეტონის კონსტრუქციის მყარი ბარიერები განალაგა.

ქართველი სამხედროები კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებებში ბოლნისისა და მარნეულის საკარანტინო ზონად გამოცხადების პირველივე დღიდან მონაწილეობენ. თავდაცვის ძალები, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და უსაფრთხოების სამსახურთან სრული კოორდინაციით, საკარანტინო შეზღუდვებს საგანგებო რეჟიმში აკონტროლებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930