გაიგე განსხვავებული

ორშაბათი, ივნისი 09, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბოლნისში მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის მასობრივი შემოწმება მიმდინარეობს

27-03-2020

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლები, მედიკოსებთან ერთად ქალაქ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის სამედიცინო შემოწმებას ახორციელებენ.

 

ქალაქში სამედიცინო შემოწმების პროცესს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ბუბა გობეჯიშვილი მაჟორიტარი დეპუტატის გოგი მეშველიანის ბიუროს ხელმძღვანელ ბექა წაქაძესთან ერთად გაეცნო.

 

მედიკოსები ყველა მოსახლის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის შეფასებას ახდენენ და საჭიროებიდან გამომდინარე მოქალაქეებს თერმოსკრინინგით ამოწმებენ. სიმპტომების დადგენის შემთხვევაში, პაციენტების გადაყვანა მარნეულის ჰოსპიტალში განხორციელდება. ოჯახის წევრები კი მოექცევიან მკაცრ თვითიზოლაციაში.

 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით სამედიცინო შემოწმება ეტაპობრივად ხორციელდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30