27-03-2020
"მაგის "დაორგანიზებული" არ გაიშვას!"- ასე გამოეხმაურა ანალიტიკოსი გია აბაშიძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, მთავრობასთან კოორდინაციით უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დააბრუნოს. აბაშიძის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ პირველმა დაიწყო თანამემამულეების დაბრუნება სამშობლოში და პროცესი გეგმის მიხედვით გრძელდება.
"კორონაცების კორონაპერანგიანი სააკაშვილი მზადაა, უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დაბრუნება უზუნველყოს. მაგის "დაორგანიზებული" არ გაიშვას! გუშინ ყველამ ვნახეთ იმ ცანცარა ნაცმარიონეტი ამერიკელი "ექსპერტის" ქრისწინა ფუშოუს საორგანიზაციო "უნარ-ჩვევები" ზუგდიდში.
საზოგადოებას კარგად ახსოვს კორონაცების საააკაშვილის "დაორგანიზებული" სხვა სავალალო აქტივობები. გნებავთ, შეგახსენებთ:
- 2006 წელს "სკატავოზებით" [თავად მან ახსენა მაშინ] გამოყრილი ჩვენი თანამემამულენი რუსეთიდან;
- 2008 წელს საკუთარი სიშლეგით რუსულ ჯარს შემოუძღვა საქართველოში და დამატებით დავკარგეთ 100-ზე მეტი სოფელი, რომლებსაც კორონამიშამ თავის დროზე "ქვების გროვა" უწოდა;
- თაღლით სიგუასთად ერთად "ერთად სახლში" ჩავარდნილი აფიორა-პროექტი და კიდევ არაერთი სისაძაგლე. ამიტომ შეგვეშვას და დაეტიოს მის 'კანონიერ სამშობლოში', უკრაინაში, რომელმაც არსებულ პირობებში უარი თქვა საკუთარი მოქალაქეების დაბრუნებაზე.
საქართველოს ხელისუფლებამ აქაც დაასწრო ბევრ ქვეყანას და პირველმა დაიწო თანამემამულეების დაბრუნება სამშობლოში. 3 ათასზე მეტი მოქალაქე ჩამოიყვანეს სპეცრეისებით და პროცესი გრძელდება გეგმის მიხედვით. ამასთან, როგორც სხვაგანაა სახლში და თვითიზლოციაში კი არ უშვებენ მოქალაქეებს, არამედ კურორტებსა და ფეშენ-სასტუმროებში, სადაც უვლიან, აკვირდებიან, კარგად კვებავენ და ეს ყველაფერი უფასოა.
სააკაშვილის მხრიდან საქართველოს მოქალაქეებზე ზრუნვაზე საუბარი არის ზეცინიზმი. სამარცხვინო კორონაცებო, დაეტიეთ და ნუ ცდილობთ დააბრკოლოთ საქართველოს ხელისუფლების გამართული ბრძოლა უდიდეს გამოწვევებთან!
ჯანმრთელობა, მშვიდობა და განვითარება საქართველოს, კაცობრიობას!"-განაცხადა აბაშიძემ.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილმა "ფეისბუქის" საშუალებით გაავრცელა ინფორმაცია, რომ მზადაა უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დააბრუნოს.