გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრები განათლების მინისტრს შეხვდნენ

17-03-2018

პარლამენტის სპორტისა და ახალგაზხრდულ საქმეთა კომიტეტში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან, მიხეილ ჩხენკელთან გამართულ შეხვედრაზე განათლების სისტემაში სპორტის კომპონენტის გაფართოების შესახებ ისაუბრეს.


სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმამინისტრს კომიტეტის ხედვა, სტრატეგია და სამოქმედო გეგმა გააცნო და დაინტერესდა ამ მიმართულებით განათლების სამინისტროს ხედვით. მიხეილ ყაველაშვილის თქმით, „საქართველოს მოსახლეობის 20%-ს ახალგაზრდობა წარმოადგენს. მრავალი გამოწვევა არსებობს ამ სფეროში, რასაც ახალგაზრდების ფიზიკური და ინტელექტუალური განვითარება ჰქვია და ეს გამოწვევები ერთად უნდა დავძლიოთ. სწორედ ამიტომ გვინდა მოვისმინოთ თქვენი გეგმებისა და ხედვების შესახებ“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.


განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თქმით, „მიუხედავად იმისა, რომ სპორტი ჩვენი სამინისტროს იურისდიქციაში არ შედის, მე ძალიან ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ სკოლაში, პროფესიულ კოლეჯში და უნივერსიტეტებში ჯანსაღი წესის დამკვიდრებას ისეთივე მნიშვნელობა აქვს, როგორც განათლების მიღებას. ჯანმრთელობის გარდა ეს დაკავშირებულია ყველაზე მთავარ გამოწვევასთან რაც ჩვენს სფეროში გვაქვს, ეს არის ძალადობისა და აგრესიის საკითხი მოზარდებში“, -განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა. მან ისაუბრა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გეგმებზე ამ მიმართულებით.


კომიტეტის წევრებმა თავიანთი მოსაზრებები და წინადადებები გააცნეს მინისტრს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრები მომავალშიც გაიმართება.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ პარლამენტის წევრი, ირინა ფრუიძე და სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა ეროვნული კონსულტანტი (UNDP) ანატოლი კორეპანოვი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930