გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზვიად რატიანის საქმეზე შსს განცხადებას ავრცელებს

24-12-2017

ზვიად რატიანთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE უცვლელად გთავაზობთ:

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს მოქალაქე ზვიად რატიანთან დაკავშირებით, საზოგადოებას დამატებითი ინფორმაცია მივაწოდოთ.

მოქალაქე ზვიად რატიანი ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ მასთან მივიდა რამდენიმე პირი სამოქალაქო ფორმაში. თუმცა, ჩვენს ხელთ არსებული მასალიდან ნათლად ჩანს, რომ სამართალდამცველები იყვნენ პოლიციის ფორმაში ჩაცმულები და მათ ზვიად რატიანი საპოლიციო კონტროლის ფარგლებში შეაჩერეს.

მასალიდან ასევე ჩანს, რომ ზვიად რატიანი იყო ნასვამ მდგომარეობაში, ვერ აკონტროლებდა ქცევას და ლექსიკას, იქცეოდა აგრესიულად, წინააღმდეგობას უწევდა და შეურაცხყოფას აყენებდა სამართალდამცველებს, რითაც მათ არ აძლევდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების შესაძლებლობას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს აღნიშნული ფაქტების ამსახველი ვიდეო-მასალა, მაგრამ ამ დროისთვის არ მიიჩნევს სწორად საჯაროდ გამოიტანოს უცენზურო გამონათქვამებით აღსავსე ჩანაწერი. თუმცა, აღნიშნული მასალა, მტკიცებულების სახით, წარედგენება სასამართლოს. სურვილის შემთხვევაში, ზვიად რატიანსაც შეუძლია გაეცნოს, რათა მან ზუსტად აღიდგინოს მომხდარი.

ვიდეო-მასალაში აღბეჭდილ ფაქტთან დაკავშირებით ზვიად რატიანის მიმართ შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით.

მიუხედავად ამისა, სამართალდამცავების მიმართ ზვიად რატიანის მიერ წაყენებულ ბრალდებასთან დაკავშირებით მთავარმა პროკურატურამ უკვე დაიწყო გამოძიება და ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია აწარმოებს მოკვლევას. ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტრო იმოქმედებს კანონის ფარგლებში, როგორც მოქალაქის მხრიდან სამართალდარღვევის, ისე პოლიციელთა მხრიდან შესაძლო უფლებამოსილების გადამეტების ფაქტთან დაკავშირებით“-ნათქვამია განცხადებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930