31-03-2020
ამ დროისთვის თბილისის ინფექციურ საავადამყოფოში 31 პაციენტი მკურნალობს, უახლოესი 24 საათში კი ველოდებით გამოჯანმრთელებულ პაციენტებს, რომლებიც სტაციონარს დატოვებენ- ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტმა „იმედის დილის“ ეთერში განაცხადა.
ალექსანდრე გოგინავას თქმით, რამდნიმე ადამიანს ანალიზები უკვე აუღეს და შედეგებს ელოდებიან.
საქართველოში კორონავირუსის 103 შემთხვევა დადასტურდა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსისგან 20 ადამიანი განიკურნა.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი- საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.