გაიგე განსხვავებული

ხუთშაბათი, ივნისი 26, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბიძინა ივანიშვილის ინიცატივით, სახლში, სადაც ზვიად გამსახურდიამ სიცოცხლს ბოლო დღეები გაატარა, მუზეუმი, ბიბლიოთეკა და კულტურული ცენტრი გაიხსნება

31-03-2020

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ინიცატივით სოფელ ხიბულაში, სახლში, სადაც ზვიად გამსახურდიამ სიცოცხლს ბოლო დღეები გაატარა, ფართომასშტაბიანი სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო და უახლოეს მომავალში იქ მუზეუმი, ბიბლიოთეკა და კულტურული ცენტრი გაიხსნება.
ამის შესახებ ინფორმაცია "ქართულმა ოცნებამ" გაავრცელა.


"დღეს საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა. უმნიშვნელოვანესია მისი როლი ქართული სახელმწიფოს დამოუკიდებლობის ჩამოყალიბების გზაზე.
ზვიად გამსახურდიას მიერ შექმნილმა პოლიტიკურმა ალიანსმა შეძლო ჩვენი ქვეყნის მთავარი პოლიტიკური მიზნის მიღწევა: ჯერ დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის ჩატარება, შემდეგ კი - ამ რეფერენდუმზე დაყრდნობით, ქართველი ხალხის არაერთი თაობის ოცნების განხორციელება - საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა! ჩვენთვის პატივია მოვუაროთ და შევინარჩუნოთ ამ გამორჩეული პოლიტიკოსის მემკვიდრეობა და ვზრუნავთ, რომ მისი ღვაწლი სათანადოდ დაფასდეს და ღირსეულად გადაეცეს მომავალ თაობებს.
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ინიცატივით, დაიწყო ფართომასშტაბიანი სარეაბილიტაციო სამუშაოები სოფელ ხიბულაში, იმ სახლში, სადაც პრეზიდენტმა სიცოცხლის ბოლო დღეები გაატარა, უახლოეს მომავალში აქ პრეზიდენტ გამსახურდიას მუზეუმი, ბიბლიოთეკა და კულტურული ცენტრი გაიხსნება"-ნათქვამია განცხადებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30