გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დიმიტრი ქუმსიშვილი: ღუდუშაურის კლინიკაში მყოფი ყველა პაციენტი კონტაქტურია

17-03-2018

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ღუდუშაურის კლინიკაში გუდაურში დაშავებული პაციენტები მოინახულა.


პირველი ვიცე-პრემიერის თქმით, ღუდუშაურის კლინიკაში მყოფი ყველა პაციენტს პირადად ესაუბრა და ყველა მათგანი კონტაქტურია, მათ შორის უკრაინის მოქალაქე ქალბატონი, რომლის მდგომარეობა შედარებით მძიმე იყო.


ამასთან, გუშინდელი ინციდენტის დროს დაშავებული ერთ-ერთი პაციენტი ოლეგ ვიტროკი უკვე გაეწერა საავადმყოფოდან და კვლავ დაბრუნდა გუდაურში სასრიალოდ.


„პირველ რიგში, კარგი ამბით მინდა დავიწყო - დღეს დილით ადრე ოლეგ ვიტროკი გაეწერა საავადმყოფოდან და კვლავ გუდაურში დაბრუნდა სასრიალოდ, რაც ძალიან სასიხარულოა. ეს ნიშნავს, რომ ფსიქოლოგიური ბარიერი გადალახულია“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.


პირველმა ვიცე-პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ დღევანდელი დაკვირვების მერე ექიმები ოთხ პაციენტს გაწერენ და სახლში გამგზავრების უფლებას მისცემენ. რჩება ერთი პაციენტი, რომელსაც ფეხი აქვს მოტეხილი და ექიმები აფასებენ ვითარებას, რამდენად არის შესაძლებელი მის ტრანსპორტირება. პაციენტთა განცხადებით, კარგი ზრუნვის მიუხედავად, მათ სახლში დაბრუნების სურვილი აქვთ.


რაც შეეხება უკრაინელ ქალბატონს, რომელიც ამ დრომდე რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში, მინისტრის განცხადებით, ის კონტაქტურია, თუმცა მნიშვნელოვანი ჩარევა კვლავ საჭიროა.


ამასთან, გუშინ საავადმყოფოდან უკვე გაეწერა ორი პაციენტი, რომლებიც სამშობლოში გაფრინდნენ.


„რაც შეეხება ორსულ ქალბატონს, ჩემი ინფორმაციით, ყველაფერი კარგად არის, ნაყოფის გულისცემა ისმინება და დარწმუნებული ვარ, რომ იქაც ყველაფერი კარგად დასრულდება. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ ოჯახის წევრები დაბინავებული არიან სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“, ყველა მათგანი უზრუნველყოფილია სამჯერადი კვებით. მათთვის გამოყოფილია მანქანები, ასევე მიმაგრებული ყავთ ადამიანი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში პირველად და ყველა სხვა სახისდახმარებას აღმოუჩენს“, - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031