გაიგე განსხვავებული

ოთხშაბათი, აპრილი 09, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია: გეგმები რომლებიც გვაქვს, შეუძლებელია საზოგადოების მხარდაჭერის გარეშე განხორციელდეს

24-12-2017

შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ქვეყანაში ბოლო ერთ თვის განმავლობაში საკმაოდ რთული და სერიოზული გამოწვევები იყო.

ამის შესახებ მინისტრმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა.
"არ მინდა კონკრეტულ საკითხებზე ვისაუბრო. მოგახსენებთ რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ძირითადი ფუნქცია გახლავთ ქვეყანაში მართლწესრიგის დაცვა, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნვლეყოფა და რა თქმა უნდა კრიმინალთან და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა. სწორედ არის ჩენი საკვანძო ფუნქცია. მეორე ძირითადი გამოწვევა კი გახლავთ, შედეგი დავაყენოთ ისე, რომ საზოგადოების ნდობა შევინარჩუნოთ და უფრო მეტიც, ავამაღლოთ. სწორედ ეს არის ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანი, რადგან გვესმის, რომ ის რეფორმები და გეგმები, რომლებიც გვაქვს შეუძლებელია საზოგადოების მხარდაჭერის გარეშე განხორციელდეს"-განაცხადა მინისტრმა.
მისივე თქმით, ასევე შეუძლებელია შეიქმნას საზოგადოებაზე ორიენიტერბული საპოლიციო სისტემა თუ პოლიციელსა და მოქალაქეს შორის ნდობა არ იქნება.
"ეს არის ჩვენი ძირითადო გამოწვევა ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენი გახსნილობა იქნება ამ მიზნის მიღწევის გარანტი“-განაცხადა მინისტმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930