გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დასავლეთის სარდლობამ სამოქმედო რაიონში საკონტროლო-გამშვები პუნქტები დაამატა

3-04-2020

საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობამ სამოქმედო რაიონში საკონტროლო-გამშვები პუნქტების რაოდენობა გაზარდა. ეროვნული გვარდიისა და სპეციალური ოპერაციების ძალების ქვედანაყოფები დასავლეთ სარდლობის ოპერატიულ დაქვემდებარებაში გადავიდნენ და დღეიდან საყოველთაო კარანტინის პირობების კონტროლს დასავლეთ საქართველოში თავდაცვის ძალების წარმომადგენლები შსს-თან ერთად 24 საკონტროლო გამშვებ პუნქტზე განახორციელებენ.

ყოველი დღის დაგეგმვა ხონში საგანგებოდ მოწყობილ მართვის ცენტრში დილიდან იწყება.
დასავლეთის სარდალი, პოლკოვნიკი ჯონი ტატუნაშვილი სამსახურების ხელმძღვანელებისგან მოხსენებებს იბარებს და მათთან ერთად თავდაცვის ძალების მოქმედებებს აჯამებს. მართვის ცენტრიდან სარდალი ქვედანაყოფების მეთაურებს ვიდეოკონფერენციის საშუალებით უკავშირდება და შესაბამის დავალებებს გასცემს. ბრიგადის მეთაურები COVID-19-ის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული პრევენციული ღონისძიებების შესახებ განახლებულ ინსტრუქციას რეგულარულად იღებენ.

დასავლეთ სარდლობის სამოქმედო რაიონში საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე ქვედანაყოფების როტაცია 24 საათში ერთხელ ხდება. დავალების შესასრულებლად გასვლამდე მეთაურები პირად შემადგენლობას ინსტრუქტაჟს უტარებენ. სამხედროები სამედიცინო შემოწმებას გადიან და სპეციალური ხსნარებით დეკონტამინაციის შემდეგ საკონტროლო-გამშვებ პუნქტებს იკავებენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930