3-04-2020
"ჩვენს კლინიკაში მყოფი 5 ჩვილის მდგომარეობა ამ ეტაპამდე სტაბილურია. ერთთან, რომელზეც ეჭვი გვქონდა, რომ ჰქონდა კორონავირუსი, მოვიდა უარყოფითი პასუხი",- ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა.
მისი თქმით, 22 კვირის ორსულ პაციენტს, რომელსაც კორონავირუსი აქვს დადასტურებული, პათოლოგია არ უფიქსირდება. ასევე არ არის გამოხატული პათოლოგია ნაყოფის შემთხვევაშიც.
მეორე ორსულს პაციენტს, რომელიც 19 წლისაა, ლევან რატიანის თქმით, დაბალი ტემპერატურა უფიქსირდება. მიმდინარეობს მისი სიმპტომური მკურნალობა და გართულებას ადგილი არ აქვს.
საქართველოში კორონავირუსის 148 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულია 27 პაციენტი.