გაიგე განსხვავებული

ხუთშაბათი, ივნისი 12, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს პროკურატურამ ბრალდებულებისთვის სატელეფონო ზარების განხორციელების შესაძლებლობა დაუშვა

3-04-2020

საქართველოს პროკურატურამ ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის და სოციალური დისტანციის დაცვის მიზნით, პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი იმ ბრალდებულებისთვის, რომელთაც სატელეფონო კომუნიკაცია ბრალდების მხარის მიერ აქვთ შეზღუდული, სატელეფონო ზარების განხორციელების შესაძლებლობა დაუშვა.

საქართველოს პროკურატურამ აღნიშნულ საკითხზე უკვე მიმართა იუსტიციის სამინისტროს. ბრალდებულებისთვის, სატელეფონო საუბრის დაშვების გადაწყვეტილება განპირობებულია, ოჯახების მხრიდან გაზრდილი ინტერესით მათი მდგომარეობის თაობაზე და აღნიშნული გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს დისტანციურად ოჯახების მეტად ინფორმირებას. აღნიშნული შეღავათის დაწესება ასევე შეამცირებს მათი ადვოკატების დამატებით ვიზიტს პენიტენციურ დაწესებულებებში, რაც ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციას შეუწყობს ხელს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30