4-04-2020
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ თსსუ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ჟურნალისტებს განუცხადეს.
კლინიკაში აცხადებენ, რომ გარდაიცვალა კორონავირუსით ინფიცირებული 79 წლის ქალი. ის კლინიკაში 31 მარტს შეიყვანეს და თანმხლები დაავადებები ჰქონდა. კლინიკაში აცხადებენ, რომ პაციენტი მარნეული-ბოლნისის კლასტერს განეკუთვნებოდა.