გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„საპარტნიორო ფონდის“ თანამშრომლები სამი თვის განმავლობაში ხელფასის მესამედს კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადარიცხავენ

4-04-2020

„საპარტნიორო ფონდი“-ს თანამშრომლები ეხმაურებიან საქართველოს მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრების ინიციატივას და აცხადებენ, რომ უერთდებიან მოქალაქეებისადმი სოლიდარობის აქციას და სამი თვის განმავლობაში ხელფასის 1/3-ს კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადარიცხავენ.

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის დავით საგანელიძის განცხადებით, დღეს საქართველო, ისევე როგორც მთელი მსოფლიო, ურთულესი გამოწვევის წინაშე დგას.

„ეპიდემიასთან ბრძოლაში ერთმანეთის გვერდში დგომა და სოლიდარობა ძალიან მნიშვნელოვანია. პირადად მე, როგორც პროფესიით ექიმი და სამედიცინო განათლების მქონე ფონდის სხვა თანამშრომლები, ასევე, ვუერთდებით პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ბატონი დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივას პაციენტებთან საექიმო პრაქტიკულ საქმიანობაში ჩართვასთან დაკავშირებით და ვაცხადებთ მზაობას, საჭიროების შემთხვევაში, ნებისმიერ დროს პროფესიულად ჩავერთოთ ეპიდემიასთან ბრძოლაში,“ - განაცხადა დავით საგანელიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031