4-04-2020
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტი ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული რეკომენდაცების მიხედვით უნდა გაპატიოსნდეს. მისივე თქმით, სასურველია, ტრადიციული მისამძიმრებები არ იყოს.
"ვირუსით გარდაცვლილ ადამიანთან მიმართებით ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული რეკომენდაცები არსებობს. დაცული უნდა იქნას ყველა ის პრევენციული ღონისძიება, რასაც ეს დოკუმენტი გულისხმობს. ეს არ გახლავთ ისეთი მძიმე, მაგალითად როგორიც არის ებოლას ან სხვა ცხელებების დროს. ყველა ის პრევენციული ღონისძიება, რაც ამ დოკუმენტშია მითითებული და რეკომენდირებული, დაცული უნდა იყოს სრული სიზუსტით. ამ დოკუმენტს გაცნობილია ყველა კლინიკა, სადაც დღეს კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანები იმყოფებიან.
კოვიდინფიცირებით ან საეჭვო პაციენტის გარდაცვალების შემთხვევაში გაპატიოსნება ამგვარად ხდება: არსებობს გვამისთვის სპეციალური ჩანთები და არის ქვეყანაშც, რა თქმა უნდა, სადაც შესაბამისი დამუშავებით თავსდება გვამი. შემდგომ ეს ჩანთა ტრანსპორტირდება სამედიცინო დაწესებულების სპეციალურ გამოყოფილ სივრცეში და უკეთდება შესაბამისი, მისანიშნებელი. გვამის დროებითი დაყოვნებისას სათავსოში ხდება ჩანთის გარე ზედაპირის სადეზინფქციო დამუშავება. სათავსოში გვამის განთავსებიდან არაუმეტეს 1 საათის განმავლობაში უნდა ეცნობოს ახლობლებს. მათ კარგად უნდა აუხსნან შემდგომი სარიტუალო პროცედურები და ისინი უნდა მიყვნენ პროცედურებს. აუცილებელია, რომ კორონავირუსული ინფექციით გარდაცვლილი დაიკრძალოს 72 საათამდე. სასურველია არ იყოს ტრადიციული მისამძიმრებები", - განაცხადა გამყრელიძემ.