გაიგე განსხვავებული

ორშაბათი, ივნისი 09, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რაჭა-ლეჩხუმის სოფლებში ექიმების, მერის წარმომადგენლებისა და საკრებულოს დეპუტატების შემოვლა მიმდინარეობს

5-04-2020

პრემიერ მინისტრის დავალების შესაბამისად, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის არჩილ ჯაფარიძის ინიციატივით, მუნიციპალიტეტების სოფლებში, სოფლის ექიმების, მერის წარმომადგენლებისა და საკრებულოს დეპუტატების ოჯახებში კარდაკარ შემოვლა მიმდინარეობს.

აღნიშნული აქცია მოსახლეობის საჭიროებების დადგენას, სრულყოფილი ინფორმაციის ფლობას, მოსახლეობის ჯანმრთებლობის მდგომარეობის ადგილზე გაცნობას, პრობლემური საკითხების და რისკფაქტორების დროულ იდენტიფიცირებას ისახავს მიზნად.

ნანა გაბოსნიძე ცაგერის მუნიციპალიტეტში 5 სოფლი ექიმია, იგი წიფერჩის, ბარდნალის, ლარჩვალის, ჩქუმისა და ქულბაქის მოსახლეობას ემსახურება.

მხარის რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე და პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე მას საქმიანობის განხორციელებისას შეხვდნენ და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნენ.

სოფლის ექიმისგან აქციის მიმდინარეობის, შედეგებისა და რეაგირებების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს, მათთვის აგრეთვე საინტერესო იყო თუ რამდენად კმაყოფილი ხვდებოდა მოსახლეობა აღნიშნულ ინიციატივას და ჰქონდათ თუ არა ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით, პრევენციულ ღონისძიებებზე სრულყოფილი ინფორმაცია.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30