გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია აბაშიძე: მოვუწოდებ ჩვენს ხელისუფლებას, ალაგმოს კორონაცების მავნებლობა, მკაცრი სანქციები მედია-პარაზიტებს

5-04-2020

მოვუწოდებ ჩვენს ხელისუფლებას, საგანგებო ვითარების დროს ალაგმოს კორონაცების მავნებლობა, მკაცრი სანქციები მედია-პატაზიტებს,- ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.

აბაშიძე საუბობს ბრიტანეთზე, სადაც მაუწყებლებმა გაფრთხილება მიიღეს მარეგულირებლისგან, რომ დაექვემდებარებიან სანქციებს, თუკი გაავრცელებენ ყალბ სამედიცინო რეკომენდაციებს კორონავირუსთან დაკავშირებით.

,,ბრიტანელმა მაუწყებლებმა გაფრთხილება მიიღეს მარეგულირებლისგან [Ofcom], დაექვემდებარებით სანქციებს, თუკი გაავრცელებთ ყალბ სამედიცინო რეკომენდაციებს კორონავირუსთან დაკავშირებით. გაფრთხილება უკავშირდება სასექსის ადგილობრივ რადიოეთერში "რეგისტრირებული ექთნის" შეთქმულების თეორიის გავრცელებას, რომ თითქოსდა COVID-19 პანდემია უკავშირდება 5G სატელეფონო ქსელებს.

ერთი შემთხვევის შემდეგ, სასტიკი გაფრთხილება და სანქციებით დამუქრება დიდ ბრიტანეთში. საქართველოში რა ხდება? როდემდე უნდა ითმინოს საზოგადოებამ SAACOVID-5-ის "მთავარი მატყუარას" არხის, მავნებელი "ტვ პირველის", კეზერას ურეიტინგო "ფორმულის", აქუსა და გოიმი ჯანგოს "კავკასიის" (უტიფარმა გუბაზმა აქუსთან - კორონავირუსის პრევენცია აჯიკითა და ჭაჭით ხდებაო), ფეიკნიუსერი და უვიცი კაპანაძის presa.ge-სა და სხვა ნაცკორონების ტყუილები, დეზინფორმაცია და მავნებლობა?! მოვუწოდოთ ჩვენ ხელისუფლებას, საგანგებო ვითარების დროს, ალაგმოს კორონაცების მავნებლობა. მკაცრი სანქციები მედია-პარაზიტებს”,- წერს გია აბაშიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930