6-04-2020
ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, ინფექციურ საავადმყოფოში 29 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
ეზუგბაიას განცხადებითვე, ერთი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე რჩება.
"ჩვენს ცენტრს ჰყავს 29 გამოჯანმრთელებული პაციენტი. ერთი არის კრიტიკული მდგომარეობით, რომლის ზოგადი მგომარეობა აღარ პროგრესისრებს და რამდენიმე დღეში შეგვეძლება პროგრესირებაზე საუბარი. მძიმე პნევმონიით 5 პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და ვფიქრობ, რომ ისინი გადმოინაცვლებენ პროგნოზულად კარგი შედეგების პაციენტებთან," - განაცხადა ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.
ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი გუშინ 174-მდე გაიზარდა. ახალ ინფიცირებულთაგან სამის წყარო ეროვნულ ბანკს უკავშირდება, ხოლო ერთის სომხეთიდან ჩამოსულ პირს. პაციენტების ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. ქვეყნის მაშტაბით საკარანტინო რეჟიმში რჩება 5010 მოქალაქე, გაირდაიცვალა ორი, ხოლო გამოჯანმრთელებულია 36 ადამიანი.