გაიგე განსხვავებული

ოთხშაბათი, ივლისი 23, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნიუ-იორკის ზოოპარკში ვეფხვს კორონავირუსი აღმოაჩნდა

6-04-2020

ნიუ-იორკში, ბრონქსის ზოოპარკის ბინადარ ვეფხვს კორონავირუსი აღმოაჩნდა. ამის შესახებ CNN-ი იუწყება.

როგორც ზოოპარკის ადმინისტრაციას აცხადებს, 4 წლის ნადიას და 5 ცხოველს, კერძოდ, ვეფხვებსა და ლომებს ვირუსზე ანალიზები მას შემდეგ აუღეს, რაც მათ რესპირატორული დაავადების სიმპტომები გამოუვინდათ.

გავრცელებული ინფორმაციით, ცხოველებს ვირუსი სავარაუდოდ მომვლელისგან გადაედოთ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.

imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031