გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
წყალტუბოში ჩაის პლანტაციებს რეაბილიტაცია უტარდება

18-03-2018

შპს „რენეგეიდ თი“ პროგრამა „ქართული ჩაის“ ფარგლებში იმერეთის რეგიონში ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციას ახორციელებს. პროგრამა „ქართული ჩაის“ მენეჯერი ლევან უროტაძე და წყალტუბოს მერი გრიგოლ იოსელიანი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად წყალტუბოს რაიონში დაფინანსებულ კომპანიას ესტუმრნენ და რეაბილიტაციის სამუშაოები დაათვალიერეს.


შპს „რენეგეიდ თი“ პროგრამაში 2017 წლის ნოემბერში ჩაერთო და 16 ჰექტარზე ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციას მოახდენს, სულ სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება - 48,000 ლარს შეადგენს, საიდანაც 28,000 ლარს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო დაუფინანსებს. აღსანისნავია, რომ აღნიშნული კომპანია ასევე „ქათული ჩაის“ პროგრამის ფარგლებში აპირებს ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია მოახდინოს ტყიბულის რაიონში 15 ჰექტარზე.


პროგრამა „ქართული ჩაის“ ფარლგებში საქართველოს მასშტაბით ჩართულია 31 ბენეფიციარი. ჩაის სარეაბილიტაციო პლანტაციების ჯამური ფართობი შეადგენს - 739 ჰექტარს, ხოლო ჯამური ინვესტიცია გახლავთ 1,864,046 ლარი, საიდანაც 1,315,992 ლარი სახელმწიფო თანდაფინანსებაა. პროგრამა „ქართული ჩაი“ 2016 წლიდან ხორციელდება და მისი მიზანია საქართველოში არსებული ჩაის პლანტაციების პოტენციალის ეფექტურად გამოყენება, ადგილობრივი ჩაის (მათ შორის ბიო ჩაის) წარმოების ზრდის ხელშეწყობა, შედეგად, თვითუზრუნველყოფის დონის ამაღლება და საექსპორტო პოტენციალის გაზრდა. მნიშვნელოვანია ასევე ის, რომ პროგრამის ფარგლებში შესაძლებელი იქნება როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გაველურებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია. ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციისთვის დაფინანსებას მიიღებენ იურიდიული პირები, მათ შორის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები.


სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო „აწარმოე საქართველოში - სწრაფი განვითარებისთვის“ ფარგლებში, ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031