6-04-2020
მთავარი ამოცანა გვაქვს ის, რომ ნელ-ნელა მსუბუქი შემთხვევების სახლის პირობებში მართვის მზაობა მოვისმინოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მნიშვნელოვანია ასევე ცხელების კლინიკების ეფექტურობა.
„არის ახალი18 შემთხვევა. სამწუხაროდ, გვაქვს გარდაცვალების ორი შემთხვევა და უკვე ინფიცირებულების საერთო რაოდენობა მიუახლოვდა 200-ს, არის 188. საბედნიეროდ, აქედან გვყავს გამოჯანმრთელებული 36 პაციენტი. თუმცა, ფაქტია ის, რომ ციფრები იზრდება. მთავარი ამოცანა გვაქვს ის, რომ ნელ-ნელა პირველადი ჯანდაცვა, მსუბუქი შემთხვევების სახლის პირობებში მართვის მზაობა, ისევე, როგორც ცხელების კლინიკების ეფექტურობა“, - განაცხადა გორგი გახარიამ.