გაიგე განსხვავებული

ოთხშაბათი, ივლისი 16, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ამერიკელმა სტუდენტმა სმენადაქვეითებულთა საჭიროებებზე გათვლილი პირბადეები შექმნა

5-04-2020

აღმოსავლეთ კენტუკის უნივერსიტეტის სტუდენტმა ეშლი ლოურენსმა სმენადაქვეითებულთა საჭიროებებზე გათვლილი პირბადეები შექმნა. სტუდენტის მიერ შექმნილი პირბადეების შესახებ გამოცემა Interesting Engineering-ი წერს.

ეშლი ლოურენსის მიერ შექმნილი პირბადე ნაწილობრივ გამჭვირვალეა, რათა სმენადაქვეითებული ადამიანები მოსაუბრის პირს ხედავდნენ.

„სოციალურ ქსელში ვხედავდი, რომ ადამიანები სხვადასხვა ტიპის მრავალჯერად ნიღბებს აკეთებდნენ, მაგრამ ისინი სმენადაქვეითებული და ყრუ ადამიანების ახლობლებისთვის გამოუსადეგარი იყო. კორონავირუსის გამო ისეთი პანიკაა შექმნილი, რომ არავის უფიქრია ადამიანების ამ ძალიან დიდ რაოდენობაზე. ამიტომ ვიფიქრე, რომ კარგი იქნებოდა, მათაც ცოტათი გავუადვილოთ ცხოვრება“, - ამბობს 21 წლის ეშლი ლოურენსი.

მისივე განცხადებით, ყველა მსურველი პირბადეს უფასოდ მიიღებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.

imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031