გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია: რეფორმების შინაარსობრივი ნაწილის გარეშე ჩვენ ერთ დღეში სახეცვლილ პოლიციას ვერ მივიღებთ

24-12-2017

გიორგი გახარია: რეფორმების შინაარსობრივი ნაწილის გარეშე ჩვენ ერთ დღეში სახეცვლილ პოლიციას ვერ მივიღებთ.
შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, რეფორმების გარეშე და რეფორმების შინაარსობრივი ნაწილის გარეშე ერთ დღეში სახეცვლილ პოლიციას ვერ მივიღებთ.
ეს განცხადება მინისტრმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში გააკეთა.
"შეუძლებელია ერთ დღეში პოლიციის 40 ათასი თანამშრომელი გახდეს სრულიად ახალი ადამიანი. ჩვენ ვამბობთ, რომ რეფორმების გარეშე და რეფორმების შინაარსობრივი ნაწილის გარეშე, ჩვენ ერთ დღეში, სახეცვლილ პოლიციას ვერ მივიღებთ.
თუმცა, რა თქმა უნდა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩენ ვინმეს რაიმე ინდულგენციას ვაძლევთ, ისევე როგორც სამოქალაქო საოზგადოების ე.წ. ცნობად სახეებს. ჩვენ, საზოგადოებასთან ერთად გვესმის, რომ გვჭირდება შინაარსობრივი რეფორმები და მათი არსი უნდა მდგომარეობდეს როგორც საკადრო პოლიტიკის და საგანმანათელბლო ნაწილის, ასევე მკაფიო და აბსოლუტურად ერთმნიშვნელოვანი კონტროლის მექანიზმებით, რათა ნელ-ნელა ეს გაუცხოების ელემენტი გადავლახოთ. ჩვენ ხომ ყველას კარგად გვესმის, რომ გამართული, პოლიტიკურად ნეიტრალური საპოლიციო სისტემა, ჩვენი საზოგადოების ინტერესშია. რა თქმა უნდა ჩვენ ასევე გვესმის, რომ საზოგადოებას არ აქვს ვალდებულება ითმინოს პოლიციელის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტება. თუმცა ასევე კარგად გვესმის, რომ ერთ დღეში მსგავსი შედეგის დადგომა შეუძლებელია, ამიტომ ჩვენ ვთხოვთ საზოგადოებას რეფორმირების კონტექსტში იყოს ჩვენთან ერთად. ჩვენ ამის მოთხოვნის უფლებას გვაძლევს გახსნილობა და მაქსიმალური ტრანსფარენტობა რომელსაც ვაპირებთ"-განაცხადა მინისტრმა.
გახარიას განცხადებით, მათი მიდგომა იქნება ღია და ტრანსფარენტული.
"მზად ვართ თითოეული მსგავსი შემთხვევა დეტალურად განვიხილოთ, როგორც საზოგადოებასთან, ასევე უფლებამოსილ უწყებებთან ერთად და რა შედეგიც დადგება, ის შედეგი იყოს აღსრულებული უკლებლივ ყველა ფაქტზე, პოლიციელი იქნება ეს ადამიანი თუ საზოგადოებისთვის ცნობილი სახე. ეს არის ერთადერთი გამოსავალი, რომ ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ შევძლოთ ურთიერთნდობის ამაღლება, სხვანაირად ის შედეგი, რასაც უსაფრთხო საზოგადოება და კრიმინალის დამარცხება ჰქვია - იქნება შეუძლებელი“-აღნიშნა გახარიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930