გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ჩიქოვანი: მკაცრად გაკონტროლდება ყველა საწარმო, რომელსაც უფლება აქვს მიღებული საგანგებო მდგომარეობის პირობებში იფუნქციონიროს

8-04-2020


ყველა ის საწარმო, რომელსაც აქვს უფლება მიღებული, იფუნქციონიროს საგანგებო მდგომარეობის პირობებში, მკაცრად გაკონტროლდება, იმისათვის, რომ მათ დაიცვან ყველა ის რეგულაცია და სპეციალური სტანდარტი და პროტოკოლი, რომელიც არის დადგენილი ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა, კორონავირუსთან დაკავშირებით უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა, რომელიც დღეს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, ვიდეოკონფერენციის რეჟიმში გაიმართა.

მისი თქმით, შემოწმდა რამდენიმე ათეული საწარმო და შემოწმებას ერთობლივად რამდენიმე უწყება აწარმოებს.

„ანალოგიური კონტროლი მიმდინარეობს სამშენებლო ობიექტებზე. შემოწმებული იქნა 100-ზე მეტი სხვადასხვა მშენებლობა, ამაში მონაწილეობენ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებიც. გვქონდა შემთხვევები, როცა სრულად იყო დაცული რეგულაციები, მაგრამ იყო შემთხვევები, როდესაც უსაფრთხოების ზომები ვერ იქნა უზრუნველყოფილი და მიღებული იქნა აღნიშნული მშენებლობების შეჩერების გადაწყვეტილება, ვიდრე ისინი სრულად არ დააკმაყოფილებენ უსაფრთხოების ყველა პროტოკოლს“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930