გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი სამი თვის განმავლობაში საკუთარი ხელფასის 1/3-ს კორონავირუსის ბრძოლის ფონდში გადარიცხავს

8-04-2020

 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით  შერაზადიშვილი  მომდევნო სამი თვის განმავლობაში საკუთარი ხელფასის 1/3-ს კორონავირუსის ბრძოლის ფონდში გადარიცხავს

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი და ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანი უერთდებიან „ქართული ოცნების“ ინიციატივას და მომდევნო სამი თვის განმავლობაში კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში, საკუთარი ხელფასის 1/3-ს გადარიცხავენ.

 

„ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობისას, მაშინ, როდესაც ჩვენი სახელმწიფო კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ყველა საჭირო ღონისძიებას დროულად ახორციელებს, აუცილებელია საჯარო მოხალეებმა მოქალაქეთა მიმართ სოლიდარობა გამოვიჩინოთ, ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ ინიციატივას შევუერთდე და სამი თვის განმავლობაში კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში, საკუთარი ხელფასის 1/3 გადავრიცხო. ვფიქრობ, ამ გამოწვევას ჩვენ უმოკლეს დროში ერთად დგომითა და გამოჩენილი მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობით აუცილებლად გავუმკლავდებით“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930