გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ქუთაისის მერი: მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო ქუთაისის მერის თანამდებობა და წავიდე პოლიტიკიდან

8-04-2020

ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან საკუთარ ფეისბუქგვერდზე დაწერა.
რა გახდა გადაწყვეტილების მიღების მიზეზი, ამ დროისათვის უცნობია.
ჭიღვარიამ მოქალაქეებს, მის გვერდით მდგომ პოლიტიკურ გუნდსა და მედიას თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.


"2017 წლის ნოემბერში, ქუთაისელებ ის დიდი ნაწილის გადაწყვეტილებით, მე წილად მხვდა პატივი გავმხდარიყავი ქუთაისის არჩეული მერი. ეს იყო როგორც უდიდესი ნდობა, ამასთანავე უზარმაზარი პასუხისმგებლობაც. იმ დღიდან დღემდე, მე და ჩემმა გუნდმა, ქალაქში მრავალი მნიშვნელოვანი პროექტი დავიწყეთ და დავასრულეთ, ბევრ მათგანზე ამ რთულ დღეებშიც კი არ შეჩერებულა მუშაობა.
მიუხედავად იმისა, რომ ჩემი საარჩევნო ვადა ჯერ არ ამოწურულა, მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო ქუთაისის მერის თანამდებობა და წავიდე პოლიტიკიდან. თუმცა, მე არ მივდივარ ჩემი ქალაქიდან და ყოველთვის მისი გულშემატკივარი ვიქნები. მინდა მადლობა ვუთხრა ჩემს თანაქალაქელებს გამოცხადებული ნდობისთვის, ჩემს გუნდს - გვერდით დგომისთვის, მედიას- თანამშრომლობისთვის.
მშვიდობას და წარმატებას ვუსურვებ ჩემს ქალაქს!"-დაწერა ჭიღვარიამ "ფეისბუქის" გვერდზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930