8-04-2020
ყველა გადაწყვეტილება დაეყრდნობა იმ რეალობას, რა რეალობაც გვექნება ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით ქვეყანაში და ასევე, იმ რეკომენდაციებს, რასაც ჩვენ მივიღებთ ჩვენი მედიკოსებისა და ეპიდემილოგებისგან, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა, საგანგებო მდგომარეობის შესაძლო გაგრძელებასთან დაკავშირებით კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისი თქმით, მთავრობა იმოქმედებს იმ ვითარებიდან გამომდინარე, რა ვითარებაც იქნება ქვეყანაში.
„საკოორდინაციო საბჭოს და მთავრობის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება ეყრდნობა პროფესიონალების, მედიკოსების და ეპიდემიოლოგების დასკვნებს და ასევე იმ გათვლებს და მოლოდინებს, რომელიც შესაძლებელია გვქონდეს ჩვენი რეალობის გათვალისწინებით. ყველა გადაწყვეტილება იქნება შესაბამისად მიღებული. ჩვენ ვიმოქმედებთ აპრილის შუა რიცხვებში და აპრილის ბოლოს ზუსტად იმ ვითარებიდან გამომდინარე, რა ვითარებაც იქნება ჩვენს ქვეყანაში. ყველა გადაწყვეტილება დაეყრდნობა იმ რეალობას, რა რეალობაც გვექნება ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით ქვეყანაში და ასევე იმ რეკომენდაციებს, რასაც ჩვენ მივიღებთ ჩვენი მედიკოსებისა და ეპიდემილოგებისგან“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.