8-04-2020
გასულ ღამეს მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ადამიანებმა 2020 წლის ყველაზე დიდი და კაშკაშა ვარდისფერი სუპერმთვარე იხილეს.
სუპერმთვარედ დედამიწის თანამგზავრი მაშინ ითვლება, როცა პლანეტასთან უმოკლესი დისტანციის 10%-ის ფარგლებში მოძრაობს. მას "ვარდისფერ მთვარეს" იმ ყვავილების საპატივცემულოდ უწოდებენ, რომლებიც გაზაფხულის მეორე თვეს ყვავის.