გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნათია თურნავა: კორონავირუსის წინააღმდეგ შექმნილი ფონდიდან თითოეული ლარის ხარჯვა გამჭვირვალე იქნება

8-04-2020

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას ინფორმაციით, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შექმნილ ფონდში აკუმულირებული თანხების განკარგვა იმ პრიორიტეტების მიხედვით მოხდება, რომელთა განსაზღვრაზეც ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა. ნათია თურნავას განმარტებით, სფეროების და უწყებების მიხედვით ძირითადი საჭიროებების განსაზღვრა ბიზნესომბუდსმენის კოორდინაციით ხდება.

„კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შექმნილ ფონდის კოორდინაციას ახდენს ბიზნესომბუდსმენი. ჯერჯერობით მიმდინარეობს თანხების აკუმულირება, პარალელურად ისევ ბიზნესომბუდსმენის კოორდინაციით ხდება ძირითადი საჭიროებების აღრიცხვა - თუ რომელ სფეროს და რომელ უწყებას რა კონკრეტული საჭიროებები აქვთ იმისთვის, რომ უფრო ეფექტიანად აღვუდგეთ წინ კორონავირუსის გავრცელებას. როგორც კი ეს საჭიროებები საბოლოოდ ჩამოყალიბდება და პრიორიტეტები განისაზღვრება, ამ ფონდიდან თითოეული ლარის ხარჯვა გამჭვირვალე იქნება და მთლიანად საზოგადოებისთვის ცნობილი“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ამასთან, ნათია თურნავამ მადლობა გადაუხადა ყველა იმ ბიზნესმენსა და ბიზნესს, ვინც კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლოს მიზნით ფონდის არსებობის ინიციატივას გამოეხმაურა და მასში შემოწირულობებს რიცხავს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930