გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოში საგარეო ვაჭრობა 16.3%-ით გაიზარდა

19-03-2018

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 16.3%-ით გაიზარდა. საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 1 683.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.
აქედან ექსპორტი 446.4 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (25.5%-ით მეტი), ხოლო იმპორტი 1 237.1 მლნ. აშშ დოლარს (13.3 %-ით მეტი). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში 790.7 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 47 %-ი შეადგინა. ამავე პერიოდში ექსპორტმა რეექსპორტის გარეშე 335.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 16.2 %-ით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.
მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში, სასაქონლო ჯგუფებიდან, საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა. ხოლო უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2018 წლის იანვარ-თებერვალში ნავთობი და ნავთობპროდუქტები იყო.
ამავე წლის იანვარ-თებერვალში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68.8 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები თურქეთი , რუსეთი და აზერბაიჯანია.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031