გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შს მინისტრი: ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებული კანონი გარკვეულწილად რეპრესიულია

24-12-2017

შს მინისტრი: ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებული კანონი გარკვეულწილად რეპრესიულია
„ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით დღეს არსებული კანონი გარკვეულ ნაწილში რეპრესიულია. ჩვენ ამაზე შეთანხმებულები ვართ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ უნდა მოხდეს სრული დეკრიმინალიზაცია. ავხსნი რას ვგულისხმობ - დღეის მდგომარეობით გვაქვს რამდენიმე ახალი მდგენელი. მაგალითად, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ბოლო პერიოდში მიღებული გადაწყვეტილებები ახალ სტატუს ქვოს ქმნიან, ეს ერთი. მეორე - რა თქმა უნდა, ჩვენ ვეთანხმებით კანონის შეცვლის ინიციატორებს იმაში, რაც შეეხება ნარკომომხმარებლის შემოწმების ან ნარკოდანაშაულისთვის სასჯელის ჰუმანურობას"-ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა.
მინისტრის თქმით, ამის შესაძლებლობები არსებობს.
"ერთმანეთთან უფრო ახლოს უნდა მივიდეთ და აქ პროგრესი გვჭირდება. ჩვენ ერთმანეთთან კომუნიკაციით საერთო ენა უნდა გამოვნახოთ. ოფიციალურად ვაცხადებთ, რომ ვაპირებთ საზოგადოებრივი აზრის კვლევას ამ ნაწილში, ამ საკითხებთან დაკავშირებით, რადგან მოგეხსენებათ, რომ ამ მიმართულებით შინაგან საქმეთა სამინისტროს ძირითადი ამოცანა ნარკოდანაშაულთან ბრძოლაა. რა თქმა უნდა, ჩვენი კოლეგებიც გვეთანხმებიან იმაში, რომ ისეთი მძიმე დანაშაულები, როგორიც არის ნარკოტრაფიკი და სხვა მასთან დაკავშირებული დანაშაული (გავრცელება), ის დანაშაულებია, რომელთანაც უნდა იყოს აბსოლუტურად ერთმნიშვნელოვანი მკაცრი ბრძოლა, განსაკურებით კი მძიმე ნარკოტიკების ნაწილში. მაგრამ ჩვენ გვაქვს რამოდენიმე შეკითხვა: მაგალითად, სად გადის ზღვარი მძიმე ნარკოტიკების მოხმარებასა და მოხმარების წახალისებას შორის. როგორ შეგვიძლია დღეს ჩვენ ვიმსჯელოთ ამის გამიჯვნაზე. არის თუ არა ეკონომიკურად ჩვენი საზოგადოება დღეს მზად იმისთვის, რომ მსგავსი რადიკალური ცვლილებები მიიღოს. ეს ის საკითხებია, რომლებზეც ჩვენ მზად ვართ ვისაუბროთ და აბსოლუტურად ღია ვართ ამ ნაწილში"-განაცხადა მინისტრმა.
გიორგი გახარიას თქმით, თუ რაიმე შეფერხება იყო, ეს მხოლოდ და მხოლოდ გარკვეული აქტიური ქმედებების გამო, რომელიც ბოლო ერთ თვის განმავლობაში უწყებამ გაატარა.
"კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენ ძალიან კარგად გვესმის ერთი რამ - ყველანაირ ცვლილებას, საკანონმდებლო, შინაარსობრივი რეფორმას, რაც ეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს საკანონმდებლო ჩარჩოს, რომელიც შემდგომ უნდა აღასრულოს სამინისტრომ, საზოგადოებასთან ახლო ურთიერთობის გარეშე, სასურველი შედეგით ვერ დასრულდება. ამიტომ ვამბობ, რომ ჩვენ ვართ აბსოლუტურად ღია. ჩვენ ვგრძნობთ საზოგადოების მხარდაჭერის, პირველ რიგში, იმ რეფორმების გატარებაში, რომელიც ჩვენ დაგეგმილი გვაქვს, რადგან სხვანაირად ხარისხობრივ გაუმჯობესებას, ხარისხობრივად ახალი შედეგის დადგომას ჩვენ ვერ შევძლებთ და გაგვიჭირდება“-აღნიშნა მინისტრმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930