გაიგე განსხვავებული

პარასკევი, ივლისი 25, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
Atlantico(საფრანგეთი): ევროკავშირმა არ უნდა დაივიწყოს თავისი ვალდებულება და მისივე საზღვრებთან წაახალისოს ეკონომიკური და დემოკრატიული სტაბილურობა

10-04-2020

„შიდა უთანხმოებების მიუხედავად, ევროკავშირმა არ უნდა დაივიწყოს თავისი ვალდებულება და მისივე საზღვრებთან წაახალისოს ეკონომიკური და დემოკრატიული სტაბილურობა. როდესაც ისეთი პრო-ევროპული მთავრობები გამოჩნდებიან, რომელიც საქართველოს ჰყავს, ეს პოზიტიური მოვლენა ჯეროვნად უნდა იქნეს გაგებული, აღიარებული და დაფასებული” - წერს atlantico სტატიაში, სათაურით ევროკავშირის გონივრული სამეზობლო პოლიტიკა”.

ავტორის თქმით, პოლიტიკურ ჭრილში, საქართველოს ბოლო წლებში მნიშვნელოვანი წინსვლა აქვს მიღწეული.

„აქ მნიშვნელოვანი ასპექტია კორუფციის მაჩვენებლის მნიშვნელოვანი კლება. ბიზნესის ანტიკორუფციული პორტალის თანახმად, „კორუფცია ძალიან დაბალ რისკს უქმნის საქართველოში კაპიტალდაბანდების სურვილის მქონე უცხოურ კომპანიებს“. არც მეორე კვლევის მოსაზრებაა ნეიტრალური, რადგან „კორუფციის აღქმის ინდექსი“ (არასამთავრობო ორგანიზაციის - „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ) 2019 წელს გამოქვეყნდა და 2020 წელს გასამართ საპარლამენტო არჩევნებს შეეხება. მასში ნათქვამია, რომ საქართველო ევროკავშირის ისეთი წევრი სახელმწიფოების დონეზეა, როგორიცაა პოლონეთი და ჩეხეთის რესპუბლიკა. მასში ასევე ნათქვამია, რომ ევროკავშირის კანდიდატებს (სერბეთი, ალბანეთი და კოსოვო) ბევრად უსწრებს წინ” - ნათქვამია სტატიაში.





https://www.atlantico.fr/decryptage/3588623/une-politique-de-voisinage-intelligente-de-l-union-europeenne-ue-salome-zurabishvili-georgie-exemple-solidarite-economie-dissensions-bruno-alomar-

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031