10-04-2020
საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 54-მდე გაიზარდა. ქვეყნის მასშტაბით უკვე კორონავირუსის 230 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.
მათ შორის 54 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 გარდაიცვალა.
კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი სპეციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის ქვეყანაში კარანტინის რეჟიმში 4908 ადამიანი იმყოფება, სტაციონარული დაკვირვების ქვეშ კი 429 ადამიანი რჩება.