გაიგე განსხვავებული

პარასკევი, ივლისი 25, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
აშშ-ში პოლიციამ დააკავა კაცი, რომელიც სამედიცინო ნიღბების 300 დოლარად გაყიდვას ცდილობდა

10-04-2020

აშშ-ში პოლიციამ დააკავა კალიფორნიელი კაცი, რომელიც სამედიცინო ნიღბების 300 დოლარად გაყიდვას ცდილობდა.

ამის შესახებ ინფორმაცია პოლიციის განყოფილების Facebook-ის გვერდზე გავრცელდა. კაცი, რომელსაც საგანგებო სიტუაციის დროს ფასების ხელოვნურად ზრდას ედავებიან, სასამართლო პროცესამდე გათავისუფლებულია.

როგორც პოლიციის პრესრელიზშია ნათქვამი, დეპარტამენტმა მიიღო ინფორმაცია, რომ ნიღბები ერთ-ერთ ვებგვერდის საშუალებით იყიდებოდა და თითო ყუთის ფასი 300 დოლარს შეადგენდა.
ყუთში სულ 20 ნიღაბი იყო, მთლიანობაში კი ბრალდებულს 420 ნიღაბი ჰქონდა. თავად ჯონვილ ბალდონადო აცხადებს, რომ ნიღბები 200 დოლარად შეიძინა და მხოლოდ ასი დოლარი დაამატა, თუმცა ამ ვერსიის პოლიციას არ სჯერა.


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031