გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კასპის მუნიციპალიტეტში მთელი ღამის განმავლობაში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობდა

10-04-2020

 

კორონავირუსის პრევენციის მიზნით კასპის მუნიციპალიტეტში მთელი ღამის განმავლობაში მორიგი სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალიზებულმა ტექნიკამ და სპეციალისტთა ჯგუფებმა სპეციალური ხსნარებით  დამუშავეს ქალაქის  და ადმინისტრაციული ერთეულების  ქუჩები, მისასვლელი გზები და თავშეყრის ადგილები.

სამუშაოების მიმდინარეობას შიდა ქართლის მხარის რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი, მისი პირველი მოადგილე სიმონ გულედანი, კასპის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი  თამაზ ტატანაშვილი,  მოადილე ზაზა მარიდაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლეონიძე ესწრებოდნენ.

სადეზინფექციო სამუშაოები, რომელიც მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით განხორციელდა მომავალშიც გაგრძელდება.

 

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930