გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თენგიზ ცერცვაძე: მარნეულში ზომების მიღება 2-3 დღით რომ დაგვეგვიანა, უმართავ პროცესს მივიღებდით

11-04-2020

მიუხედავად იმისა, რომ ინფიცირებულის პაციენტის კონტაქტები არ ვიცოდით, ამ სწორმა და მყისიერმა ქმედებებმა მოგვცა ის, რომ მთელი მარნეულის და ბოლნისის გამოკვლევის შედეგად მხოლოდ 20-მდე პაციენტი გამოიკვეთ. საგანგებო ზომები რომ ერთი დღით გვიან მიგვეღო, იქ ასობით შემთხვევა გვექნებოდა, - ამის შესახებ „POSTV“-ის ეთერში ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

„მარნეულსა და ბოლნისში მიღებულმა ზომებმა მყისიერი შედეგი მოგვცა. როდესაც მარნეულში ინფიცირებული პაციენტი ვერ ასახელებდა, ვისგან შეიძლებოდა გადაედო ინფექცია. ამიტომ შესაბამისი სამსახურები მიყვნენ ამ პაციენტის მოძრაობის კვალს და ამ მარშრუტზე ყველა შეამოწმებს. ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ მარნეული გადაგორდა. გარდა ამისა, მარნეულმა შექმნა პრეცედენტი სხვა რაიონებისთვის, ეს ერთგვარი პილოტური პროექტი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ინფიცირებულის პაციენტის კონტაქტები არ ვიცოდით, ამ სწორმა და მყისიერმა ქმედებებმა მოგვცა ის, რომ მთელი მარნეულის და ბოლნისის გამოკვლევის შედეგად მხოლოდ 20-მდე პაციენტი გამოიკვეთა. ეს ზომები რომ 1 დღით გვიან მიგვეღო, მარნეულში გვექნებოდა ასობით შემთხვევა. ეს ასეულები გადასცემდნენ სხვა ასეულებს და იქნებოდა ათასეულები. 2-3 დღით რომ დაგვეგვიანა, უმართავ პროცესს მივიღებდით. უფრო გონივრულად უნდა გვემოქმედა და არ დაგვეშვა ის შეცდომები, რაც სხვა, ეკონომიკურად ჩვენზე ძლიერ ქვეყნებში დაუშვეს“, - განაცხადა ცერცვაძემ.

საქართველოში კორონავირუსი 234 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 54 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.

imedinews.ge


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930