გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია გაბრიჭიძე: ვფიქრობ, კარგად დავინახეთ საზოგადოებრივი მედიის უდიდესი როლი მთელ ევროპაში

11-04-2020

„ის, რაც საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გააკეთა, როდესაც საგანგებო ვითარებაში მეორე არხი საგანმანათლებლო არხად აქცია, მართლაც ინოვაციური ნაბიჯია, ჩემი აპლოდისმენტები მას“, – განაცხადა ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) გენერალურმა დირექტორმა ნოელ კურანმა. ამ განცხადებას, ექსპერტი გია გაბრიჭიძე ეხმიანება.


მისი თქმით, ძალიან ჭკვიანური ნაბიჯია, თუნდაც იმ უმთავრესი მიზეზის გამო, რომ საზოგადოებას ძალიან სჭირდებოდა და ახლაც სჭირდება საგანმანათლებლო და ინტელექტუალური პროგრამები.


„მართლა ძალიან სწორი და ჭკვიანური ნაბიჯია, თუნდაც იმ უმთავრესი მიზეზის გამო, რომ საზოგადოებას ძალიან სჭირდებოდა და ახლაც სჭირდება საგანმანათლებლო და ინტელექტუალური პროგრამები, რომლებიც ერთის შეხედვით კომერციულად არ არის მომგებიანი, მაგრამ აქვს უდიდესი დატვირთვა - იმ მდარე შოუების ფონზე, რომლებსაც მხოლოდ წამყვანის პიარი აქვს მიზნად, აამაღლოს ცოდნა და განათლება როგორც ახალგაზრდებში, ასევე დააკმაყოფილოს უფროსი თაობა.


ვფიქრობ, მთელ ამ პერიოდში კარგად დავინახეთ საზოგადოებრივი მედიის უდიდესი და მნიშვნელოვანი როლი მთელ ევროპაში, ვნახეთ, როგორ გაიზარდა საზოგადოებრივი მედიის აუდიტორია“, - წერს გაბრიჭიძე.


ნოელ კურანის განცხადებით, ევროპის მაუწყებელთა კავშირის ზოგიერთი წევრის აუდიტორია სამჯერ, ოთხჯერ, ხუთჯერაც კი გაიზარდა, ასევე, გაიზარდა მათი ვებგვერდების მომხმარებელთა რაოდენობა. ეს კი იმის ნიშანია, რომ ასეთ რთულ დროს აუდიტორია საზოგადოებრივი მედიისკენ ბრუნდება. გაბრიჭიძე აბსოლუტურად ეთანხმება კურანის აზრს.


„აბსოლუტურად ვეთანხმები და ჩემიც რომ არ ვთქვა, არ შემძლია - იმედი მაქვს, რომ საზოგადოება ბეჭდური მედიისკენაც მობრუნდება. მობრუნდება, რადგანაც ვერანაირი ტელეშოუ ვერ მისცემს ადამიანს იმდენ ინფორმაციას, რამდენსაც წაკითხული მასალა. აქ კი მთავარია, სახელმწიფომ გამოიჩინოს გარკვეული ნება და ხელი შეუწყოს გავრცელების პრობლემის გადაჭრას“, - წერს გაბრიჭიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930