გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ჩიქოვანი: ქობულეთის მუნიციპალიტეტში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები დაწესდება

12-04-2020

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში - გვარაში, მუხაესტატეში, ლეღვაში და წყავროკაში შემოდის სპეციალური რეჟიმი და წესდება მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.


მისი თქმით, გარდა იმ შეზღუდვებისა, რომელიც დადგენილია საგანგებო მდგომარეობით, ამ ადმინისტრაციულ ერთეულებში აკრძალულია შესვლა და გამოსვლა. ადგილზე ამ რეჟიმის აღსრულებას უზრუნველყოფენ შინაგან საქმეთა სამინისტროს და თავდაცვის ძალები.

„დღეისათვის საქართველოში უკვე არის დადასტურებული Covid ინფიცირების 252 შემთხვევა და რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ მათ ქონდათ კონტაქტების საკმაოდ ფართო წრე და შესაბამისად, ჩვენ გვიწევს, რომ მივმართოთ სპეციალურ ღონისძიებებს. გარდა იმ შეზღუდვებისა, რომელიც დადგენილია საგანგებო მდგომარეობით, ამ ადმინისტრაციულ ერთეულებში აკრძალულია შესვლა და გამოსვლა. ადგილზე ამ რეჟიმის აღსრულებას უზრუნველყოფენ შინაგან საქმეთა სამინისტროს და თავდაცვის ძალები. ისევე, როგორც სხვა მკაცრი საკარანტინო შეზღუდვების პირობებში, მოქალაქეებს სახელიდან გამოსვლა შეეძლებათ მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც ისინი საჭიროებენ პროდუქტების ან მედიკამენტების შეძენას, ან სამედიცინო მომსახურების მიღებას“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

მისი თქმით, ადგილობრივ მოსახლეობას ექნება საშუალება, განახორციელონ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები, სპეციალური პროტოკოლის დაცვით.

ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, მუნიციპალიტეტთან და ადმინისტრაციულ ერთეულებთან კოორდინაციას უზრუნველყოფს საოპერაციო შტაბი, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონულ საკითხებში, სოზარ სუბარი.

„ამასთან, ჯანდაცვის სამსახურებმა უკვე დაიწყეს ყველა იმ შესაძლო კონტაქტის მოკვლევა, რომელიც ქობულეთის ე.წ. კლასტერს უკავშირდება.

ასევე გეტყვით, რომ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მედიკოსებმა და ეპიდემიოლოგებმა ადგილზე დაიწყეს თერმოსკრინინგი, რის შედეგადაც შემოწმდება ამ ადმინისტრაციული ერთეულების ყველა მოსახლე

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იზრუნებენ იმაზე, რომ ამ ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას არ შეექმნას პრობლემა როგორც საკვებით მომარაგებაში, ასევე მედიკამენტებით უზრუნველყოფაში“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში - გვარაში, მუხაესტატეში, ლეღვაში და წყავროკაში იმუშავებს საზოგადოებრივი მაუწყებელი, ხოლო სხვა მედიასაშუალებებს შესაძლებლობა ექნებათ, გამოიყენონ მათ მიერ მოწოდებული მასალა.

„ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ შეზღუდვები და მკაცრი ზომები ტარდება იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად გავუმკლავდეთ COVID-19-ის გავრცელებას, მაგრამ არცერთი შეზღუდვა და არცერთი რეგულაცია ვერ იქნება ეფექტური, თუ თითოეულმა ჩვენმა თანამოქალაქემ არ დაიცვა ის და არ გაითვალისწინა. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, დარჩეთ სახლში და მხოლოდ უკიდურესის საჭიროების შემთხვევაში გამოვიდეთ და ამით დავიცვათ საკუთარი თავი და თითოეული ჩვენი მოქალაქე“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930