გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბოკერია: ირაკლი ოქრუაშვილი პოლიტიკური პატიმარია

13-04-2020

"ირაკლი ოქრუაშვილი იყო და არის პოლიტიკური პატიმარი", - ასე გამოეხმაურა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია  ირაკლი ოქრუაშვილისათვის 5 წლით თავისუფლების აღკვეთას.

როგორც ბოკერიამ აღნიშნა, შეთანხმება, რომელიც მმართველ გუნდთან იქნა მიღწეული შესრულებელი არ არის.

"ის შეთანხმება, რომელიც იქნა მიღწეული შეიცავდა ორივე კომპონენტს საარჩევნო სისტემაზე შეთანხმებას და ყველა პოლიტპატიმრის გამოშვებას. ირაკლი ოქრუაშვილი, გიგი უგულავა და გიორგი რურუა დღემდე არიან ციხეში, ასე რომ შეთანხმება შესრულებული არ არის. ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს რა ტიპის ნაბიჯებს გადადგამს იქამდე ივანიშვილი და მისი გუნდი, ყველას გვესმის რომ საქართველოსი კი არა მთელი მსოფლიოს ყურადღება მიპყრობილია პანდემიაზე, მაგრამ საქართველო და მსოფლიო ამ პანდემიას გაუმკლავდება, მაგრამ ივანიშვილს და მის გუნდს არ უნდა ჰქონდეს იმის ილუზია, რომ ეს პირობები თუ არ იქნება შესრულებული, მაშინ არ იქნება ნორმალიზაცია. ივანიშვილი და მისი გარემოცვა დიდი ფასს გადაიხდის პოლიტიკურ მარცხთან ერთად", - განაცხადა ბოკერიამ ტელეკომპანია "პირველის" ეთერში.

ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილ მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს 20-21 ივნისის საქმეზე 5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

pia

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031